10:00 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-21 12:08:05, 514 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: როდესაც რუსეთის ნებისმიერ მეზობელ ქვეყანაში დაძაბულობაა, ეს დიდ პრობლემაში გადაიზრდება

"როდესაც რუსეთის ნებისმიერ მეზობელ ქვეყანაში გარკვეული დაძაბულობაა, მაშინ თქვენ უკვე შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ეს დიდ პრობლემაში გადაიზრდება,"-ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა GLOBSEC-ის ფორუმის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სესიაზე განაცხადა.

„რუსი პოლიტიკოსები ძალიან მკაფიო მესიჯს აგზავნიან. ძირითადად საუბარია მეზობელ ქვეყნებთან რუსეთის დამოკიდებულებაზე. იგი მათ განიხილავს, როგორც თავიანთ „ტერიტორიულ საკუთრებას,“ სადაც სამხედრო ძალების გამოყენების გზით მკაცრი მოქმედების უფლება აქვს და რეაგირებას ახდენს ამ ქვეყნებში ნებისმიერი სახის დაძაბულობაზე, რაც არა მხოლოდ ხელს უშლის საკითხის გადაწყვეტას, არამედ უფრო მეტ პრობლემებსა და საფრთხეებს უქმნის რეგიონის მომავალს; მეტიც, სირთულეები მოაქვს თავად რუსეთისთვისაც",-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics