08:02 - 05 Jul, 2026
|
2019-03-07 11:56:22, 1568 ნახვა
რეგიონი
საჯარო რეესტრის რეგიონული ფილიალები ვებკამერებით აღიჭურვა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ფილიალები შშმ პირების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ვებკამერებით აღიჭურვა. ვებკამერების საშუალებით განხორციელდება შშმ პირების მონაწილეობით გარიგებებზე ხელმოწერის დამოწმების მიმდინარეობის სრული ვიდეოჩაწერა. ამ მიზნით ვებკამერები საჯარო რეესტრის 35-ივე რეგიონულ ფილიალში განთავსდა. შედეგად შშმ პირებს გარიგებაზე ხელმოწერის დასამოწმებლად ნოტარიუსთან სტუმრობა აღარ მოუწევთ და ისინი ამ მომსახურებას საჯარო რეესტრის რეგიონულ ფილიალებშიც მიიღებენ. აღნიშნულ უფლებამოსილებას საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 23-ე მუხლში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში 1 თებერვალს შევიდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვიდეოჩანაწერებს შეინახავს და დააარქივებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)