|
2019-03-06 14:47:33, 1566 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: ყველა ფორმატში, პროკურატურა იქნება თუ პარლამენტი, მზად ვარ ღიად ვისაუბრო
ყველა ფორმატში, პროკურატურა იქნება თუ პარლამენტი, მზად ვარ ღიად ვისაუბრო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა პარლამენტის ტრიბუნა ჭორაობისთვის გამოიყენა. „მე ახლა ჩემ აზრს გამოვთქვამ, ვიღაცას შეიძლება მოეწონოს, ვიღაცას არ მოეწონოს - კითხვები უამრავია დაგროვილი, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. მინდა ვთქვა, რომ ყველა ფორმატში როგორც პროკურატურა იქნება, პარლამენტი იქნება - როგორც ყოველთვის, მზად ვარ ღიად ვისაუბრო ობიექტურ გარემოებებზე და იმ შეფასებებზე რომელიც მე მაქვს. ახლა რაც შეეხება იმ კითხვას, რომელიც აქ რომ მოვედი უკვე ბევრჯერ დამისვეს. პირველი, რამდენიმე ჩემთვის პირადად კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტს, გახლავთ ის რომ, სამწუხაროდ და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტის ტრიბუნა იყო გამოყენებული ჩვეულებრივი ჭორაობის და ტყუილებისთვის. მეორე - ამას რა თქმა უნდა თავისი მიზანი ჰქონდა. ნათელია. რომ ამისი მიზანი იყო, შინაარსობრივი საუბრიდან აქცენტების გადატანა რაღაც სკანდალებზე, სამწუხაროდ ეს გამოვიდა“, - აღნიშნა შს მინისტრმა.
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
El Pais: დაახლოებით 25 000 მიგრანტი ნებაყოფლობით დაბრუნდა ესპანეთიდან მაროკოში
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)