|
2019-03-06 12:17:18, 1547 ნახვა
პოლიტიკა
პლენარული სხდომა, სადაც სალომე ზურაბიშვილს უსმენენ, „ევროპულმა საქართველომ“ ბოიკოტის ნიშნად დატოვა
პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეპუტატების წინაშე მოხსენებით პირველად უნდა წარსდგეს, "ევროპულმა საქართველომ" პროტესტის ნიშნად დატოვა. პარტიის წარმომადგენლებმა სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს. „იმის გამო, რომ „ევროპული საქართველოს“ აზრით, წინა ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს ივანიშვილის ხელისუფლებამ მიმართა ამომრჩევლების მასობრივ მოსყიდვას, ძალადობას და კრიმინალური სამყაროს დახმარებას, ხმის მიცემის პროდურის მასობრივ დარღვევას, რიგ შემთხვევებში ბიულეტინების პირდაპირ ჩაყრას და ამის გამო არავინ დღემდე დასჯილი არ არის. იმის გამო, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ, განსაკუთრებით მეორე ტურის წამოწია შავრაზმული, პრო-პუტინული ძალები და აწარმოა სიძულვილისა და დაშინების კამპანია, იმის გამო, რომ ამ ყველაფერმა შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ამომრჩეველს და საზოგადოებას, შელახა ჩვენი კონსტიტუციის ფინდამენტური პრინციპები და უფლებები და დააზიანა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი და იმის გამო, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი სწორედ ამ პროცესის შედეგად არის მოხვედრილი და თავად იქცა სიმბოლოდ ამ ყველაფრის, ამ ყველაფრის გამო „ევროპული საქართველო“ იყენებს საკუთარ უფლებას - ბოიკოტის გამოხატვის, არ დაესწრება ამ სხდომას და ტოვებს დარბაზს“, - განაცხადა გიგა ბოკერია. ცნობისთვის, სხდომას ბოიკოტი კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოუცხადა.
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
El Pais: დაახლოებით 25 000 მიგრანტი ნებაყოფლობით დაბრუნდა ესპანეთიდან მაროკოში
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)