|
2019-03-06 12:12:11, 1508 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში უსმენს უმრავლესობა და არა დემოკრატიული ოპოზიცია
"დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში უნდა მოუსმინოს უმრავლესობამ და არა დემოკრატიულმა ოპოზიციამ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „სალომე ზურაბიშვილის არჩევის წესი, მათ შორის ეუთო-ს უკანასკნელი დასკვნითაც, ეს არ იყო დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული არჩევნები. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა საქართველოს მოქალაქეებსა და ბიზნესზე ძალადობის, მოსყიდვის გზით. შესაბამისად, ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად, ლეგიტიმურ არჩევნებად. ამის გაპროტესტების მიზნით, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველოს დემოკრატიას უზარმაზარი საფრთხე ემუქრება, ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში დღევანდელ გამოსვლას დავესწროთ. ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტს უნდა მოუსმინოს ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობამ და არა დემოკრატიულმა ოპოზიციამ. სალომე ზურაბიშვილს არ გააჩნია დემოკრატიული, ლეგიტიმური მანდატი. ის არის ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტი. ჩვენ უარს ვამბობთ დღეს მოვუსმინოთ მსგავსი წესით ქართველი ხალხისთვის თავზე დასმულ პრეზიდენტს ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
El Pais: დაახლოებით 25 000 მიგრანტი ნებაყოფლობით დაბრუნდა ესპანეთიდან მაროკოში
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)