|
2019-03-05 20:58:40, 1553 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - რაც ხდება პარტიაში, უნდა დარჩეს პარტიაში
"რაც ხდება პარტიაში, უნდა დარჩეს პარტიაში. არ შეიძლება პარტიის შიგნით განხილული თემები გამოიტანო საჯაროდ და სხვის, მტრების წისქვილზე დაასხა წყალი." - ამის შესახებ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. "მტკივნეულია ეს პროცესი და გული დამწყდა, რომ ასე განვითარდა მოვლენები, თუმცა ეს ჩვენი პარტიისთვის არ არის ტრაგედია, რადგან ჩვენ გვაქვს სხვა გეგმები და ამას უახლოეს მომავალში ყველანი იხილავთ „როდესაც აყენებ მოთხოვნას, რომ იდეალური იყოს ყველაფერი, - არ იქნება იდეალური. არც ერთი მთავრობა, არც ერთი პარტია და ხელისუფლება არ იქნება იდეალური. თუ გაქვს შეკითხვა, მე ასეთი პოზიცია მაქვს, რაც ხდება პარტიაში, უნდა დარჩეს პარტიაში. არ შეიძლება პარტიის შიგნით განხილული თემები გამოიტანო საჯაროდ და სხვის, მტრების წისქვილზე დაასხა წყალი. შვიდი წელი გავიდა. მინდა მივუბრუნდე სხვა ადამიანებს. ეკაზე არ მინდა ბევრი საუბარი, ჩვენი გუნდის წევრი იყო, ძალიან ერთგულად იდგა ბოლომდე გუნდის და ჩვენი ლიდერის სადარაჯოზე. ჩემთვის მტკივნეულია ეს პროცესი და გული დამწყდა, რომ ასე განვითარდა მოვლენები, თუმცა ეს ჩვენი პარტიისთვის არ არის ტრაგედია, რადგან ჩვენ გვაქვს სხვა გეგმები და ამას უახლოეს მომავალში ყველანი იხილავთ“." - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)