|
2019-03-05 20:27:14, 1440 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ყველაფერი კარგად რომ წარმართულიყო პარტიის თავმჯდომარე არ დაბრუნდებოდა პოლიტიკაში და არც მე
"ყველაფერი კარგად რომ წასულიყო და წარმართულიყო პარტიის თავმჯდომარე არ დაბრუნდებოდა პოლიტიკაში და არც მე" - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. „საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მე დავტოვე თანამდებობა და არ დაგიმალავთ, რომ ჩემი გული და გონება ყოველთვის იყო კონცენტრირებული იმ პროცესებზე, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობდა. ბუნებრივია, მე ვღელავდი, რადგან გარკვეული პრობლემები ჩამოყალიბდა ამ პერიოდის განმავლობაში, რაზეც ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა და რის გამოც ის დაბრუნდა პოლიტიკაში. სწორედ ეს მიზეზები და პრობლემებია ძირითადად, რის გამოც მეც დავბრუნდი პოლიტიკაში. ბუნებრივია, ყველაფერი კარგად რომ წასულიყო და წარმართულიყო პარტიის თავმჯდომარე არ დაბრუნდებოდა პოლიტიკაში და არც მე. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მისია იქნება, რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან ერთად, ჩვენი პარტიის, ჩვენი დამფუძნებლების, წინა მოწვევის პარლამენტის წევრების, პირველი თაობის თანაპარტიელების და ახალი თაობის შეკავშირება, უფრო მჭიდროდ და მეტი კოორდინაციით. ეს იქნება ჩემი მთავარი მისია და ამოცანა“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)