|
2019-03-05 12:14:43, 1488 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ TBC-ს საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
"ევროპული საქართველო" "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ოპოზიციის წევრებმა კომისიის შექმნის მიზნით, ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყეს. მისივე თქმით, ხაზარაძის მიერ შს მინისტრის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები კონკრეტული ბიზნესის საქმეს სცილდება. „ეს გახლავთ ძალიან მაღალი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე, ვინაიდან "თიბისი" ბანკი წარმოადგენს ამ ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტს, ხოლო ანაკლიის პორტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკის და საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ამიტომ თემა, რომელიც უკავშირდება საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს, რა თქმა უნდა, უნდა იყოს საპარლამენტო კომისიის განხილვის შედეგი. მეორე - ბრალდებები, რომელიც გუშინ მოვისმინეთ მამუკა ხაზარაძისგან წარმოადგენს ძალიან სერიოზულ ბრალდებებს მაღალი თანამდებობის და უმაღლესი თანამდებობის პირების წინააღმდეგ. ბრალდებები, რომელიც გუშინ იყო, სცილდება "თიბისი" ბანკის თემას, სცილდება კონკრეტული ბიზნესმენების თემას და წარმოადგენს ძალიან მძიმე სურათს ქვეყანაში სისტემური დანაშაული, რომელშიც ჩართული არიან უმაღლესი თანამდებობის პირები", - განაცხადა ბაქრაძემ.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)