|
2019-03-05 12:03:48, 5440 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა [ვიდეო]
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის და პოლიტსაბჭოს წევრის თანამდებობას დაიკავებს. „ყველასათვის ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის გამორჩეული თვისებებისა და გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც 2011 წლიდან მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებასა და ჩამოყალიბებაში. მან პრემიერ-მინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის რანგში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში. პოლიტიკური მდივნის რანგში, ირაკლი ღარიბაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტიის შემდგომ გაძლიერებაში“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, პარტიაში შემოღებულია ახალი თანამდებობა - პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივანი, რომელსაც გია ვოლსკი დაიკავებს. „შემოღებულ იქნა პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი ვოლსკი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)