|
2019-02-28 18:54:26, 1675 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე: დასამალი არ გვაქვს - ამიტომაც მივედით კომიტეტში და კიდევ მივალთ
TBC ბანკის ერთ-ერთი თანადამფუძნებელის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ბანკის საქმიანობა არის გამჭირვალე და სწორედ ამ მიზნით მივიდნენ ის და მამუკა ხაზარაძე პარლამენტში, რომ დეპუტატებისთვის სრული ინფორმაცია მიეწოდებინათ. რაც შეეხება, ფულის გათეთრების საქმეს, რომელსაც პროკურატურა იძიებს, ჯაფარიძის განმარტებით, სესხი რომელიც ბანკმა აიღო წარმართული იქნა მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ ინსტიტუტის ანგარიშზე. „პირად ანგარიშებზე როდესაც სესხულობ კომპანიას ის ფული უნდა ჩაგერიცხოს პირად ანგარიშზე. საუბარი არის სად წავიდა მერე ეს ფული. სწორედ ამიტომ გვინდოდა კომიტეტზე მოგვეხსენებინა პარლამენტარებისთვის რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეს. საბედნიეროდ ყველაფერი გამჭირვალე გვაქვს. არაფერი დასამალი არ გვაქვს. ეს სესხი რომელიც ავიღეთ იქნა წარმართული მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალი ინსტიტუტის ანგარიშზე და „თიბისი ბანკის“ კაპიტალში“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
მერია: 2 აგვისტოდან 10 დღით გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)