|
2019-02-28 18:36:15, 1259 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყებაში ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე ელჩებს, დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ევროკავშირი/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების თაობაზე, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთად ახორციელებს. აღნიშნული კამპანიის მიმდინარეობის ფარგლებში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლონ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ამასთან, გამოხატეს სურვილი თავად მიიღონ მონაწილეობა რეგიონებში მიმდინარე შეხვედრებში და დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებში არსებული უფლებებისა და მოვალეობის შესახებ. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილემ ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზოდ გადაადგილების პირობების დარღვევისა და თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურებით არაკეთილსინდისიერად სარგებლობის პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებ.
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
მერია: 2 აგვისტოდან 10 დღით გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)