|
2015-06-19 13:04:53, 773 ნახვა
სამართალი
ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული 5 პირი პირადი თავდებობის საფუძველზე გათავისუფლდა
ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული მაღალჩინოსნები, 5 დეპუტატის პირადი თავდებობის საფუძველზე გათავისუფლდნენ. ეს დეპუტატები არიან: შალვა შავგულიძე, ირაკლი ჩიქოვანი, ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე და ნინო გოგუაძე. სასამართლომ დაადგინა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლისათვის, პარლამენტის 5 წევრის თავდებობა საკმარისია. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე, არ დააკმაყოფილა და თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი გირაოს გარეშე დატოვა. ხუთივე მათგანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დაკავებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების: ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის, დავით წიფურიას, გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმებას და აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)