|
2019-02-28 16:12:42, 1347 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე პროკურატურის განცხადებაზე: პროცესი ანაკლიის პროექტის ჩაშლისკენაა მიმართული
"ეს არის ქვეყნის ინტერესების პირდაპირი ღალატი", - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე პროკურატურის მიერ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით დღეს გავრცელებულ განცხადებას. გოცირიძე მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყების განცხადებას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ განვითარებული პროცესები ანაკლიის პორტის პროქტის ჩაშლას ემსახურება. „ანაკლიის პორტის პროექტს სერიოზული საფრთხე დაემუქრა, უფრო მეტიც, დიდი ალბათობით, იგი არ განხორციელდება. ჩვენ დავინახეთ ის უპასუხისმგებლო ქმედება, რაც ხელისუფლების მხრიდან მოდის, როდესაც პროკურატურა ამ საქმეს კვალიფიკაციას აძლევს, როგორც ფულის გათეთრებას, არადა მას ფულის გათეთრებასთან შეხება არ აქვს, ნიშნავს, რომ ამ იარლიყით არცერთი სერიოზული ინვესტორი ანაკლიის პროექტს არ გაეკარება. ეს არის ქვეყნის ინტერესების პირდაპირი ღალატი. ეს პროცესი პირდაპირ არის მიმართული ანაკლიის პროექტის ჩასაშლელად და კარასინის გუშინდელი მუქარის შესრულება, ვინაიდან ანაკლიის პორტი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ეს არის საქართველოს დაცვა და ეს უტოლდება ნატო-ს ჯარის დგომას იმ ტერიტორიაზე", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
მერია: 2 აგვისტოდან 10 დღით გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)