|
2019-02-28 15:12:10, 1868 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი: საქართველომ აირჩიოს ან სამხრეთ კავკასიაში კეთილგანწყობა, ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეფასებით, ბოლო დროს ქართველი პოლიტიკოსების მკვეთრი განცხადებები გახშირდა, - ამის შესახებ დიპლომატმა "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც კარასინმა აღნიშნა, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობებს იმ დოზით განავითარებს, რა დოზითაც ამისთვის ოფიციალური თბილისი იქნება მზად. "ბოლო დროს გახშირდა ქართველი პოლიტიკოსების, მათ შორის ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის და საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის მხრიდან მკვეთრი განცხადებები. ისინი საუბრობენ ნატო-ს მიმართულებით დაჩქარებულ სვლაზე, ასევე იმაზე, რომ თითქოს რუსეთი მთელი დემოკრატიული ევროპისთვის საფრთხის შემცველია. ბუნებრივია, ეს გვაწუხებს. ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ორმხრივი მიზიდულობის ატმოსფეროს გაძლიერებას ხელს არ უწყობ. თბილისმა უნდა ჩამოყალიბდეს: ან აირჩიოს სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური კეთილგანწყობის ატმოსფეროს შექმნა, ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი. ამის შესრულება ერთდროულად რთულია და შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს. სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნატო-ს აქტიურობის გაზრდა, ადრე თუ გვიან გარკვეული პრობლემების მომტანი იქნება. ჩვენ გვახსოვს, რით დაიწყო უკრაინული პრობლემები. ამ შემთხვევაშიც საკითხი ანალოგიურად დგას. საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ადგილიდან დაიძვრება - მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა. საქართველო - ჩვენთვის ახლო ქვეყანაა. თუმცა საქართველოსთან ურთიერთობებს იმ დოზით განვავითარებთ, რა დოზითაც ამისთვის ოფიციალური თბილისი იქნება მზად. ისტორია გვიჩვენებს, რომ დაფაზე ერთდროულად თამაშის მცდელობები გაუგებრობას იწვევს და ამას შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს", - განაცხადა კარასინმა.
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
მერია: 2 აგვისტოდან 10 დღით გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)