|
2019-02-27 17:40:20, 1384 ნახვა
პოლიტიკა
ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა. როგორც მან ბაქოში, ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის თავმჯდომარესთან ამ საკითხზე საუბარი რამდენიმე თვის წინ ჰქონდა. „ჩემთვის ამ თემაზე საუბარი ძალიან მძიმეა. რამდენიმე თვის წინ მქონდა კონკრეტული საუბარი დაახლოებით ასეთ გეგმებზე პარტიის თავმჯდომარესთან და მაშინ გადაწყდა, რომ ნაჩქარევი იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, არ იქნებოდა სწორი. ამის შემდეგ საკმაო დრო გავიდა და მე უბრალოდ არ მინდა ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, თუმცა გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე არის პროტესტი იმის საწინააღმდეგოდ, რაც სიტუაციაშიც ვართ დღეს ჩვენ პარლამენტში. ეს არის ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემა, სულაც არ მგვრის ეს სიამოვნებას, მაგრამ ვფიქრობ, არჩევანი მქონდა და ჩემი გადაწყვეტილება წასვლის თაობაზე იქნება სწორი ჩემი თანამებრძოლების, მეგობრების, იმ ხალხის წინაშე, რომელთან ერთადაც ჩვენ მოვიტანეთ 2012 წლის პირველი ოქტომბერი“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. შეგახსენებთ, კვაჭანტირაძე უკვე მეხუთე დეპუტატია, ვინც ბოლო პერიოდში მმართველი გუნდი დატოვა. მანამდე „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადეს.
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
მერია: 2 აგვისტოდან 10 დღით გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)