|
2019-02-27 14:12:13, 1269 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია - ზვიად კვაჭანტირაძესთან მქონდა კონსულტაციები, დაველოდოთ მის გადაწვეტილებას
პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას თქმით, დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძესთან ჰქონდა კონსულტაციები, თუმცა უმრავლესობიდან მოსალოდელი გასვლის თაობაზე განცხადებას კვაჭანტირაძე თავას გააკეთებს. მისივე თქმით, კვაჭანტირაძე 2011 წლიდან მოყოლებული ე.წ. ძველი გვარდიის წარმომადგენელია, რასაც პროცესისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. „ზვიადი ჩემი მეგობარია და ძალიან გამოცდილი დიპლომატია, პოლიტიკოსია. 2011 წლიდან, პირველი ნაკადი რომ იყო, ის ვინც ამ ახალ მოძრაობას შეუერთდა, ზვიადი იმ დღიდან არის ჩვენთან ერთად. გუშინ ვესაუბრე, მას ეს განწყობა აქვს, რომ თვითონ გამოაცხადოს თავის გადაწყვეტილების შესახებ. არ მინდა მის მაგივრად ვთქვა, ეს ეთიკური არ არის. ვნახოთ, როგორი იქნება მისი გადაწყვეტილება. გვქონდა კონსულტაციები - დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
მერია: 2 აგვისტოდან 10 დღით გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)