|
2019-02-26 15:36:24, 1473 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - სებ-ის მყარ არგუმენტებს თუ არ ეთანხმება „თიბისის“ მეწილე, ეს ვერ იქნება პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი
ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული“ საქართველოს თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, მყარი არგუმენტები წარმოადგინა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შეიძლებოდა „თიბისი ბანკის“ საქმის ღია ფორმატში განხილვა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საკითხი პოლიტიკური სპეკულაციის მიზეზი არ უნდა გახდეს. „რომან კაკულია თუ იყო „პოლიტიკურ ტყვეობაში“ გამოდის რომ ამაში მონაწილეობას იღებდნენ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები: დავით ბაქრაძე, სერგი კაპანაძე და გიგა ბოკერია, იმიტომ რომ ერთი წამი არ მოგვშორებიან ეს ადამიანები და ამ ერთად ყოფნისა და კამათის შემდგომ იგივე განცხადებების გაკეთება რამდენად პოპულისტურია, თქვენ განსაჯეთ. მე ვიცი ერთი მთავარი რამ, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოდის და გეუბნება მრავალ მყარ არგუმენტს, რომ ამ თემაზე, ასე საჯაროდ მხარეების მონაწილეობით გამართული დისკუსია და მოსმენა შესაბამისი დააზიანებს საფინანსო ინსტიტუტებს და შენ მაინც ეუბნები, რომ მე არ მაინტერესებს და საკუთარ პოლიტიკურ, ვიწრო პარტიულ მიზნებს აყენებ ამაზე წინ, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ლოგიკა და ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება. ამიტომ რაც არ უნდა დამაზიანებელი მესიჯები გამოუშვან და რაც არ უნდა დამაზიანებელი სლოგანები შექმნან კომიტეტის მიმდინარეობის დროს უნდა ვიფიქროთ, პირველ რიგში, რამდენად მყარია ეს არგუმენტები, რამდენად დაზიანდება მართლაც საფინანსო ინსტიტუტები და მოვუფრთხილდეთ ამ ყველაფერს. აქ ობიექტი არ არის მხოლოდ ბანკი და აქ ობიექტი არ არის ამ ბანკის 13 თუ 14 პროცენტიანი მოწილე, ბანკში არიან სხვა აქციონერები, რომლებმაც წინა დღეებში მიიღეს გადაწყვეტილება და დაეთანხმნენ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას. მეორე, საუბარი არ იყო მხოლოდ ერთ ფინანსურ სუბიექტზე, საუბარი იყო ფინანსურ სისტემაზე მთლიანად, აქედან გამომდინარე, ის არგუმენტი რომ ერთი კონკრეტული სუბიექტის, კონკრეტული მეწილე ეთანხმება ან არ ეთანხმება რაიმე მოსაზრებას, ეს ვერ იქნება კომიტეტის და პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ოპოზიცია „თიბისი ბანკის“ საკითხის განხილვას ითხოვდა, ჩაიშალა. სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ დეპუტატებს განუცხადა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არგუმენტები გაიზიარა, რომლის თანახმადაც "თიბისის" საქმის განხილვა საჯაროდ არ უნდა მომხდარიყო, რადგან ეს ბანკისთვის დამაზიანებელი იქნებოდა. აღნიშნულმა ფაქტმა დეპუტატების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, სხდომა უნდა გაგრძელებულიყო ღია ფორმატში, რათა საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიეღო და ბანკის დამფუძნებლებს პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ხანგრძლივი კამათის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარე სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. მანვე პირობა დადო, რომ შესაბამის ფორმატში „თიბისის“ საკითხის განხილვა აუცილებლად შედგება და ყველა კითხვა იქნება დასმული.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)