14:20 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-24 13:18:48, 983 ნახვა

პოლიტიკა
ევროპული საქართველო ჩეჩენი და ინგუში ხალხების დეპორტაციის დღეს ეხმაურება

23 თებერვალი, 2019 წ. თბილისი | პარტია ევროპული საქართველო უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღს - ჩეჩენი და ინგუში ხალხების დეპორტაციის დღეს ეხმაურება. 

"1944 წლის 23 თებერვალს საბჭოთა კავშირმა საქართველოს მეზობელი ეს ერები საკუთარი განსახლების ისტორიული არეალიდან მთლიანად ცენტრალურ აზიაში გადაასახლა. სასტიკი დეპორტაციის პროცესში დაიღუპა ათასობით ადამიანი, მათ შორის ქალი და ბავშვი. ჩეჩენი და ინგუში ხალხების მასობრივი დეპორტაცია, რომელიც 2004 წელს ევროპის პარლამენტმა გენოციდად შეაფასა, საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩადენილ ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ დანაშაულად მიიჩნევა. ამ დღეებში, როცა ჩვენი ქვეყნის მიერ საბჭოთა ოკუპაციასთან ბრძოლაში გაღებულ მსხვერპლს ვიხსენებთ, ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიულ ბედთან ძალიან ახლოს მდგომი ჩეჩენი და ინგუში ერების ტრაგედიასაც . საბჭოთა კომუნისტური რეჟიმისა და სტალინიზმის დანაშაულებრივი ბუნების ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო არასდროს არ უნდა იქნას დავიწყებული." ნათქვამია პარტიის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics