|
2019-02-22 17:46:46, 1221 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის ჯერჯერობით უცნობია თუ რა საკითხს უკავშირდება ჩანიშნული შეხვედრა. „კონკრეტულად არ ვიცი. შევალ, ვნახავ ვინ ესწრება, ვინ იქნება შეხვედრაზე. მე სამდივნოდან დამირეკეს და მითხრეს, რომ პარტიაში არის ჩანიშნული შეხვედრა და მოვედი“, - აღნიშნა კობერიძემ. შეგახსენებთ, რომ მმართველი გუდი ბოლო 2 დღეში სამმა დეპუტატმა - ლევან გოგიჩაიშვილმა, ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა დატოვა. ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაშვილის მიერ გუნდის დატოვება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის ჩაგდებას უკავშირდება. რაც შეეხება ბექა ნაცვლიშვილს, მან გუნდი მას შემდეგ დატოვა, რაც საპენსიო სისტემაში ცვლილებების თაობაზე, გუნდმა მის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)