|
2019-02-22 10:50:45, 1066 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - პარტნიორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ - 2019 წელი ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნება
„ჩვენ ყველა პარტნიორს ვთხოვთ რომ გაითვალისწინოს „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“ და ვიმედოვნებ, რომ 2019 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამაუკა ბახტაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა. არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. პრემიერის თქმით, „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას“ საქართველო აუცილებლად წარუდგენს სასამართლოს ამ სიაში შეყვანილ პირებს. „არჩილ ტატუნაშვილი არის ქართველი გმირი, ისევე როგორც გმირები არიან მისი მშობლები რომ ასეთი ვაჟკაცი აღუზარდეს საქართველოს, ჩვენ სწორედ ასეთი დანაშაულების გამო შევქმენით „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“ და ამ სიაში არიან შეყვანილი ბრალდებული პირები, რომელსაც საერთაშორისო სამართლითი უნდა მოეთხოვოთ პასუხი და ეს სია აუცილებლად გაფართოვდება, ვინაიდან მიმდინარეობს გამოძიება, ჩვენ ყველა პარტნიორს ვთხოვთ რომ გაითვალისწინოს ეს სია და ვიმედოვნებ, რომ 2019 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით. ჩვენ ყველა პლატფორმას ვიყენებთ რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას. იქნება ეს გაერო, ევროკავშირი თუ ეუთო“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)