|
2019-02-21 22:05:21, 1389 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ეს არის პოლიტიკურად გაკოტრებული ივანიშვილის ხელისუფლება
„ეს არის პოლიტიკურად გაკოტრებული ივანიშვილის ხელისუფლება, რომელსაც არ სურს, რომ ასეთ ცალსახა ვითარებაშიც კი, გადახედოს იმ კურსს, რომელმაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარული სხდომის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება. „ეს არის პოლიტიკურად აბსოლუტურად გაკოტრებული ივანიშვილის ხელისუფლება, რომელსაც არ სურს, რომ ასეთ ცალსახა ვითარებაშიც კი, როდესაც სრული კონსესუსია საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო ჯგუფების, ამ საკითხშიც კი სერიოზულად მზად იყოს გადახედოს იმ კურსს, რომელმაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა, რომელიც ანგრევს ჩვენს ინსტიტუტებს და ჩვენს მომავალს. აქაც კი, ასე უტიფრად იქცევიან, მაგრამ როგორც დღევანდელმა დღემ გვაჩვენა და კონკრეტულად ციფრებმაც, ეს ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება და ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის, კერძოდ ევროპული საქართველოს ამოცანაა, ამას რაც შეიძლება მალე დმეოკრატიულად და მშვიდობიანად დავუსვათ წერტილი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, დეპუტატ ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულის გამო, კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ლევან გოგიჩაიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. რაც შეეხება ბესელიას, ამ საკითხზე იგი ბრიფინგს ხვალ გამართავს.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)