|
2019-02-21 21:39:59, 1520 ნახვა
პოლიტიკა
ლევან გოგიჩაიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს
დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა: „მე დღეს უნდა დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობის ფორმატში ბოლო გამოსვლა მქონდა პარლამენტის ტრიბუნაზე. ჩემთვის ზღვარი წაიშალა, რაზეც ვშიშობდი, რომ ეს ზღვარი წაიშლებოდა. მორალური ზღვარი აღარ არსებობს. „ქართულმა ოცნებამ“ დღეს დაკარგა მორალური უპირატესობა, იმიტომ, რომ იმ ადამიანებს დაუჭირა მხარი, ვინც სააკაშვილს წლების განმავლობაში იურიდიულად უფორმებდნენ ყველაფერ იმას, რასაც ის ჩადიოდა ქვეყნის წინააღმდეგ. ამაზე თქვეს, რომ რა მოხდა ადრე ცუდს აკეთებდნენ, დღეს კარგად იქცევიანო. ეს ჩემთვის არის ყველაფრის საწინააღმდეგო პოზიცია. მთელი არსებით ვეწინააღმდეგები ამ სიმახინჯეს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის პირით გაახმოვანა ქართულმა ოცნებამ“. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, თანავუგრძნობ ჩვენს ბევრ კოლეგას. დიდ მადლობას გადავუხდი მათ, ვინც დაიკავეს სწორი პოზიცია. არ ვაპირებ პიროვნებებზე საუბარს. კონიუნქტურამ შეჭამა უმრავლესობა“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. ცნობისთვის, ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)