|
2019-02-21 20:17:26, 1297 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ესტონეთის ელჩს კაი კაარელსონს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო დაინტერესებული სეგმენტისთვის გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით ინფორმაციის ოპერატიულად და სრულყოფილად მიწოდების მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობის საკითხს. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ელჩს აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „საქართველო ესტონეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა კაი კაარელსონმა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. აღსანიშნავია, რომ დღეს ესტონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო მიღებას მართავს, რომელსაც მინისტრი ლევან დავითაშვილი გახსნის.
(NS)
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)