|
2019-02-21 14:56:20, 1303 ნახვა
პოლიტიკა
მელია ოხანაშვილს - ვერ წარმოვიდგენდი, რომ თქვენი გუნდის წევრის კანონპროექტს მხარს სიამოვნებით დავუჭერდი
„ვერ წარმოვიდგენდი, რომ იმ კანონპროექტს მხარს დიდი სიამოვნებით დავუჭერდი, რომელსაც თქვენი გუნდის წევრი გამოიტანდა დასამტკიცებლად“, - ამ სიტყვებით ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პარლამენიტს პლენარულ სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს მიმართა. როგორც მან აღნიშნა, მიუღებელია არგუმენტი თითქოს, აღნიშნული კანონპროექტი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. „დავუშვათ და არ მოდის წინააღმდეგობაში თქვენი სტანდარტით მხარს დაუჭერდით თუ არა ამ კანონპროექტს? მაშინ, როდესაც ბატონი კობახიძე, თქვენი მეგობარი და ლიდერი, საუბრობს, რომ ეს ადამიანები, მურუსიძე- ჩინჩალაძეები მასობრივად ცუდ რაღაცებს ჩადიოდნენ წინა წლებში და ჩადიოდნენ მართლა ცუდ რაღაცეებს და დღეს მასობრივად კარგ რაღაცებს ჩადიან. პოლიტიკურად არ გაგიკეთებიათ განცხადება მხარდასაჭერი ამ კანონპროექტის და რომელ სამართლებრივ ასპექტებზე საუბრობთ და რატომ იტყუებით ბატონო ანრი?! თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ეს რამდენიმე მეგობარი, რომელსაც თქვენ ესაუბრებით, ეს არის მთელი ქვეყანა? ვერ წარმოვიდგენდი, რომ იმ კანონპროექტს მხარს დიდი სიამოვნებით დავუჭერდი, რომელსაც თქვენი გუნდის წევრი გამოიტანდა. მაგრამ ხვალ და ზეგ ისეთი რამე არ ქნათ, რომ შეგრცხვეთ წამოსაძახებლად“, - მიმართა მელიამ ოხანაშვილს.
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც მეორედ იყო გასამართლებული რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის 9 თვის შემდეგ გათავისუფლდა
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)