10:00 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 18:58:10, 498 ნახვა

პოლიტიკა
დედაქალაქის მასშტაბით მტაცებელი ცხოველების ძებნის პროცესში სამონადირეო კლუბი ერთვება

დედაქალაქის მასშტაბით მტაცებელი ცხოველების ძებნის  პროცესში მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი „ოჩოპინტრე“ ერთვება. 
ამის შესახებ შემაჯამებელ ბირიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭს მდივნის მოადგილე გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. 
მისივე თქმით, კლუბის წარმომადგენლები ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს დაეხმარებიან, როგორც ცხოველების სამძებრო, ასევე  პოტენციურად საშიში ადგილების პატრულირების დაგეგმვის პროცესში. 
„სამონადირეო კლუბის წარმომადგენლები, რომელსაც პროფესიული ცოდნა გააჩნიათ თავისი მიმართულებით, აქვთ შესაბამისი აღჭურვლობა, ჰყავთ სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები. ისინი განახორციელებენ ხელისუფლების დახმარებას, ეს იქნება რეაგირება კონკრეტულ შემთხვევებზე, როდესაც იქნება შემოსული შეტყობინება ცხოველის შესაძლო დაფიქსირების შესახებ და გარდა ამისა, პოტენციურად საშიში ადგლების პატრულირების დაგეგმვა“, – აღნიშნა ღიბრაძემ. 
„ოჩოპინტრეს“  პრეზიდენტის   გიორგი მეტრეველის მტკიცებით,  კლუბის ძაღლებით მტაცებლის რეალურად არსებობის შემთხვევაში, მას აუცილებლად იპოვნიან. 
„ჩვენი კლუბი მზაობას გამოთქვამს, რომ დაეხმაროს სახელმწიფოს ცხოველთა საძიებო სამუშაოებში. ამ დროისთვის,  ჩვენ გაგვაჩნია ყველა რესურსი, სპეციალურად გაწრთვნილი ძაღლები მტაცებლებისთვის, შესაბამისი იარაღი და აღჭურვილობა. თუ რეალურად დასტურდება მტაცებლის არსებობა ნებისმიერ ტერიტორიაზე, ჩვენი ძაღლები იპოვნიან“, – აღნიშნა მეტრეველმა. 
მეტრეველის განცხადებით, ისინი აღნიშნულ სამუშაოებში 12–დან 20მდე ძაღლის გამოყენებას გეგმავენ. 
მისივე თქმით, კლუბის წარმომადგენლებთან ერთად იქნებიან ტრანკვილიზატორებით შეიარაღებული ადამიანები და სპეცდანიშნულების წარმომადგენლები. 
ცნობისთვის, ამ დროისთვის ვეფხვის და აფთრის ძებნა მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics