02:18 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 11:04:00, 1293 ნახვა

სამართალი
გიორგი გახარია სტამბულში თურქეთის შს მინისტრს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სტამბულში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგას სულეიმან სოილუს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ შედეგებს.

შეხვედრაზე გიორგი გახარიამ და სულეიმან სოილუმ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც იმსჯელეს, მათ შორის ორგანიზებული ტრანსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ორი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics