13:32 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-20 19:06:17, 1251 ნახვა

პოლიტიკა
იზორია: 21-ე საუკუნეში ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა

გორში, პროექტის - „მედია ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე ჟურნალისტის მიერ  დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მინისტრის განცხადებით, 21-ე საუკუნეში ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საქართველოს პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში არის მშვიდობიანი.

„ამ პოლიტიკას ჩვენ ურყევად გავაგრძელებთ. ამ პოლიტიკის ნაწილია, ასევე ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და განსაკუთრებით, ტოტალური თავდაცვის ფარგლებში, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ნატოში ინტეგრაციის გაძლიერება, რაც არის ეფექტიანი შეკავების პოლიტიკის, ანუ რუსული საფრთხეების შეკავების რეალური საფუძველი“, - აღნიშნა იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა წლის განმავლობაში დაგეგმილ მაღალი დონის ვიზიტებსა და ამ თვალსაზრისით, უპრეცედენტო დინამიკაზე.

„ერთ თვეში საქართველოში იგეგმება ნატო-საქართველოს სწავლება, რომლის ფარგლებში  მნიშვნელოვან  სტუმრებს ველოდებით. საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი და   სამხედრო კომიტეტი ესტუმრება. ასევე, ბრიუსელში ჩემი ვიზიტის დროს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილისგან გაცხადდა, რომ შემოდგომისთვის საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის ელჩებიც ჩამოვლენ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც მეორედ იყო გასამართლებული რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის 9 თვის შემდეგ გათავისუფლდა
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics