|
2019-02-20 16:26:05, 1194 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი განიხილა. საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ბელვიუს სასახლეში შეხვდა. შეხვედრებზე, რომლებიც ბელვიუს სასახლეში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფები განიხილეს. აღინიშნა გერმანიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, რადგან გერმანია ევროკავშირის ლიდერი ქვეყანაა და მისი აზრი და დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრებზე განაცხადა, მნიშნელვანია, რომ საქართველოს ევროპის გულში, გერმანიის სახით, ასეთი ერთგული მეგობარი ჰყავდეს. გერმანია და საფრანგეთი არიან ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ხელს შეუწყობენ იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა მალე გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, მისი ვიზიტის შემდეგ, ახალ ეტაპზე გადავა. საქართველოს პრეზიდენტის დელეგაიაში შედიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია სულავა.
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც მეორედ იყო გასამართლებული რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის 9 თვის შემდეგ გათავისუფლდა
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)