|
2019-02-15 17:07:08, 1559 ნახვა
პოლიტიკა
რომან კაკულია: კალაძის ინიციატივა k2 კოეფიციენტთან მიმართებაში დადებითი გადაწყვეტილებაა
უმრავლესობის წევრის, რომან კაკულიას შეფასებით, თბილისის მერის, კახა კალაძეს ინიციატივა k2 კოეფიციენტთან მიმართებაში არის მნიშვნელოვანი და დადებითი გადაწყვეტილება. ამასთან, როგორც კაკულიამ აღნიშნნა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ადვილი მისაღები არაა. „კახი კალაძის ინიციატივა არის უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი გადაწყვეტილებაა ორი მიზეზის გამო. პირველი - ყველასათვის გასაგები იყო ,რომ თუ რაიმე მიზეზი ასოცირდებოდა თბილისის უსახურ განვითარებასთან, ეს იყო k2 კოეფიციენტი და მისი არაპრაგმატული გამოყენება და ამის დასასრული , რა თქმა უნდა, პოზიტიური გადაწყვეტილებაა. მეორე მიზეზი - ჩვენ ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს ისეთის,რომლის შედეგიც მყისიერ ეფექტზე კი არ არის გათვლილი ,არამედ გათვლილია გრძელვადიან გადაწყვეტილებებზე. როგორც წესი ,ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაა ყველაზე რთული და ამ მიმართულებითაც მივესალმები ამ გადაწყვეტილებას,რადგან ის გრძელვადიან პერსპექტივაში თბილისის გენერალური განვითარების გეგმის მიხედვით ლოგიკურ და საზოგადოებაზე ორიენტირებულ განვითარებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.
(NS)
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
დაჭრა 2 ადამიანი და ადგილიდან მიიმალა - გორში მომხდარზე შსს-მ 1 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)