13:31 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-15 15:08:07, 1149 ნახვა

კომენტარი
გაბუნია: K2-მა თბილისს დაუკარგა თავისი ურბანული ფუნქცია, მივესალმებით ამ მავნებლური ინსტრუმენტის პრაქტიკიდან განდევნას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებას კოეფიციენტების გადაჭარბებასთან დაკავშირებით დადებიტად აფასებს.

"თბილისი წლების მანძილზე შორდებოდა განვითარების სივრცით-არქიტექტურულ, გეგმარებით, ვიზუალურ და ზოგადად სისტემურობის თვალსაზრისით განსაზღვრულ პოლიტიკას და ამაში თავისი დიდი როლი ითამაშა ისეთმა მავნებლურმა ინსტრუმენტმა როგორიც იყო კ2.

ასეთმა ზედაპირულმა მიდგომებმა გამოიწვია ქალაქის ურბანული განვითარების ერთგვარი კრიზისი.

კ2-მა თბილისს დაუკარგა თავისი ურბანული ფუნქცია და ფორმა და ამიტომ მივესალმებით ამ მავნებლური ინსტრუმენტის პრაქტიკიდან განდევნას. 

ცხადია, მხოლოდ გაუქმებით ამოცანა ვერ მიიღწევა. ჩვენ ვიცით, რომ დედაქალაქის მუნციპალიტეტი გააგრძელებს სამუშაოს ახალი გენგეგმის პირობებში, რომ მივიღოთ პროგნოზირებადი ურბანული პოლიტიკა, რომელიც შესაბამისობაში იქნება ქალაქის ფორმებთან და მისი ჰარმონიული განვითარების ამოცანებთან. 

ამასთან, შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეული საკანონმდებლო სამუშაოც, რისთვისაც პარლამენტი მზად არის", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics