|
2019-02-12 16:04:39, 1483 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა კირკიტაძის პატიმრობაზე: „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური დევნა ახალ სიმაღლეზე აიყვანა
„ქართულმა ოცნებამ“ ახალ სიმაღლეზე აიყვანა პოლიტიკური დევნა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. უგულავა ენმ-ს წევრის, დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას გამოეხმაურა. „თუ რაღაც პოლიტიკური ჯგუფი ხვდება თავის მომხრეებს, რატომ უგზავნი ამ ხალხს, თუ ამ ხალხს აქვს იქ მიცვენის უფლება, დებოშის უფლება, მაშინ რატომ უკრძალავ იგივეს კირკიტაძეს, რატომ ტოვებ იგივეს სასამართლოში. ყველასთვის ცხადია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ახალ სიმაღლეზე აიყვანა პოლიტიკური დევნა“, - აღნიშნა გიგი უგულავამ. ცნობისთვის, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაერთიანებული ოპოიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი დავით კირკიტაძე წინასწარი პატიმრობაში დატოვა. კირკიტაძეს ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
დაჭრა 2 ადამიანი და ადგილიდან მიიმალა - გორში მომხდარზე შსს-მ 1 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)