|
2019-02-11 12:45:35, 1277 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი: კობახიძემ აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ სახელმწიფო მონაწილეობდა უმსგავსობის ორგანიზებაში
კობახიძემ აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ სახელმწიფო მონაწილეობდა იმ უმსგავსობის ორგანიზებაში, - ასე გამოეხმაურა ენმ-ს ლიდერი, სალომე სამადაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ლიეჟში მომხდარი დაპირისპირების შეფასებისას თქვა, რომ „ხელისუფლება დაეხმარება საზოგადოებას, როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ თავს წამოყოფს“. სალადაშვილის შეფასებით, შიდა პარტიული არეულობის შემდეგ მმართველ გუნდში ენმ-ს მიმართ შიში კიდევ უფრო გამძაფრდა. „რაც ვიხილეთ ლიეჟში, ეს ჩემი აზრით იყო, ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი ჩვენს უახლეს ისტორიაში. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა და აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ, სახელმწიფო მონაწილეობდა იმ უმსგავსობის ორგანიზებაში,რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, როდესაც ჩასული ზონდერ ჯგუფები ხელს უშლიდნენ საკუთარი ქვეყნიდან ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთში გადახვეწილ ჩვენს მოქალაქეებს,რომ შეკრებილიყვნენ და საკუთარი აზრით დაეფიქსირებინათ“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ მან ჰამასთან მიაღწია შეთანხმებას ღაზაში სრული განიარაღების შესახებ
უკრაინამ Wildberry-ის კიდევ ორ საწყობსა და ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტია
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)