|
2019-01-30 22:02:27, 1548 ნახვა
პოლიტიკა
თაფლის ტენდერში მონაწილე რუსული კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თაფლის ტენდერში მონაწილე რუსული თაფლის შემომტან კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭა, - აღნიშნულ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს განცხადებას ნატურალური თაფლის (CON18000093) ტენდერთან დაკავშირებით. აღნიშნულ ტენდერში დაბალი ფასის შემოთავაზების მქონე კომპანიამ „ვ.ტ“ მოქმედი კანომდებლობისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინა ნატურალური თაფლის ნიმუში. სატენდერო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი ნიმუში. კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია. ვინაიდან, წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დისკვალიფიკაციის საფუძვლები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N70-ში“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)