18:17 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-25 18:03:39, 1544 ნახვა

კომენტარი
ქუცნაშვილი: არავის ვურჩევ უმრავლესობაში მიღებული გადაწყვეტილება, საკუთარ თავზე დაიბრალოს

"არავის ვურჩევ უმრავლესობაში მიღებული გადაწყვეტილება, საკუთარ თავზე დაიბრალოს", - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი ჟურნალისტის შეკითხვას, რომ მოსამართლეობის კანდიდატების ღია კონკურსით შერჩევის ინიციატივა ეკა ბესელიამ ეკუთვნის.

როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, ეს შეთანხმება იმ დეპუტატების დამსახურებაა, ვინც უმრავლესობის სხდომას ორი დღე ესწრება.

"მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად, ღია კონკურსის ჩატარების ინიციატივაში ექსკლუზივი არავის არ აქვს. საპარლამენტო უმრავლესობა ერთი ორგანიზმია, სადაც მიმდინარეობს კამათი, მაგრამ შეჯერებული საკითხები ჩემი აზრით, საზოგადოების მისაღები იქნება და არავის არ ვურჩევ, რომ უმრავლესობაში მიღებული გადაწყვეტილება დაიბრალოს საკუთარ თავზე, ეს არ იქნება პატიოსანი დამოკიდებულება იმ დეპუტატების მიმართ, ვინც აქ ვზივართ ორი დღეა ვუსმენთ, ვკამათობთ და ვთანხმდებით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე", - აღნიშნა ქუცნაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics