06:56 - 31 Jul, 2026
|
2019-01-10 13:31:27, 1722 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა: მოსამართლეების სია ივანიშვილმა წარმოადგინა და არსად არავის გაუწვევია
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეების სია თავად ივანიშვილმა შეადგინა. მისი შეფასებით, აღნიშნული განცხადება „სამარცხვინოა“ და „ჭორაობას“ ჰგავს. „სამარცხვინო ფარისევლობა და ჭორაობა ოცნების შიგნით სკამების განაწილებაზე. ხალხს აინტერესებს ეს უვადო მონსტრები დაინიშნებიან თუ არა მოსამართლეებად. წერტილი. ამ განცხადებიდან კარგად სჩანს რაც ისედაც ვიცოდით - ეს სია ივანიშვილმა წარმოადგინა და არსად არავის გაუწვევია. ეს წითელი ხაზია! თუ გვინდა შედეგი ამ საკითხზე მაინც უნდა მოვახდინოთ ზეპარტიული სამოქალაქო კონსოლიდაცია“, - წერს უგულავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)