|
2019-01-08 17:16:30, 2055 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია, ფოფხაძე და გოგიჩაიშვილი მომავალი კვირიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან
უმრავლესობის წევრები ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხზე მომავალი კვირიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთანაც აპირებს შეხვედრას. „შემდეგი კვირიდან დავიწყებთ შეხვედრებს სხვადასხვა ჯგუფებთან, ვინც გამოთქვამს მზადყოფნას, იყოს ამ პროცესის თანამონაწილე. ეს არის პროფესიული წრეები, აკადემიური წრეები, სამოქალაქო საზოგადოება, რომლებსაც აქვთ ინტერესი, იყვნენ თანამოაზრე ამ პროცესში. ასეთი შეხვედრების დაგეგმვას ვაპირებთ შემდეგ კვირაში. ბევრი ადამიანია შეხვედრების მსურველი. გავმართავთ ასეთ შეხვედრებს, რათა საკითხი არ ჩაიკეტოს ერთ გუნდში და მისი განხილვა ღია იყოს“, - განაცხადა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)