06:12 - 31 Jul, 2026
|
2018-12-31 10:41:31, 1595 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი: მხარს დავუჭერ სასამართლოში პროგრესს, რომელიც დღეს სახეზეა
„მე მხარს დავუჭერ სასამართლოში პროგრესს, რომელიც დღეს ცალსახად სახეზეა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ყველაფერი გამჭვირვალედ მოხდება. ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, ის მხარს დაუჭერს თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარმოდგენილ სიას, ოხანაშვილმა უპასუხა, რომ ეს არ არის „კი“ და „არა“-ს პასუხი. „არ არის ეს „კი“ და „არა“-ს პასუხი. ყველაფერი მოხდება გამჭვირვალედ, ფართო ჩართულობით, ყველა იმ სუბიექტის, ვინც უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. შესაბამისად, მე მხარს დავუჭერ პროგრესს სასამართლოში, რომელიც დღეს არის სახეზე. პროცესი შეჩერებულია და რომელ სიაზე მეკითხებით, რაზე ვსაუბრობთ?“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)