22:31 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-29 12:50:44, 794 ნახვა

რეგიონი
ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ხომალდი „HMS ECHO“ შემოვიდა

ბათუმის პორტში დღეს ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდი ,,HMS ECHO" შემოვიდა.

საქართველოსა და ბრიტანეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებით მიმდინარეობს, მათ შორი პოლიტიკურ, თავდაცვის, ეკონომიკის და სხვა სფეროებში. აღნიშნული ვიზიტით, დიდი ბრიტანეთი გამოხატავს შავი ზღვის უსაფრთხოების მხარდაჭერას. 

„ბათუმი ტრადიციულად მასპინძლობს გემებს როგორც ევროკავშირიდან ასევე დიდი ბრიტანეთიდან. ბრიტანეთი ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი. ჩვენ ეტაპობრივად განვავითარეთ რეალური, მჭიდრო  ურთიერთობები, რაც მეგობრობასა და საერთო ფასეულობებს ეფუძნება. ეს არის ერთ-ერთი გეგმიური ვიზიტი და ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის დინამიური თანამშრომლობას“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დახვედრის ცერემონიაზე. 

 ბრიტანული ხომალდის  „HMS ECHO-ს" შავი ზღვის აკვატორიაში შემოსვლა უკავშირდება დიდი ბრიტანეთის მიერ საერთაშორისო წყლებში თავისუფალი ნავიგაციის პრინციპების მხარდაჭერას და კიდევ ერთი დასტურია ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთოების სფეროში არსებული წარმატებული და მრავლისმომცველი ურთირთობებისა.

 ხომალდი „HMS ECHO-" ბათუმს 30 დეკემბერს დატოვებს. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics