22:18 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 14:43:25, 1703 ნახვა

კომენტარი
რატიანი უმრავლესობას: პარლამენტის თბილისში გადატანა არის ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნება

„პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა არის ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის თბილისში გადატანა უკან გადადგმული ნაბიჯია.

„დღეს ბოლო სხდომაა ქუთაისის პარლამენტის შენობაში. ჩვენ 6 წლის განმავლობაში ვიცავდით იმ პრინციპს და იმ ჩანაწერს, რომ ქუთაისი ყოფილიყო საპარლამენტო დედაქალაქი. სწორედ ეს იყო განახლების, მომავლის, თანამედროვე საქართველოს სიმბოლო. თქვენ მიერ პარლამენტის გადატანა ქუთაისიდან თბილისში, ვფიქრობ, რომ არის უკან წარსულისკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნება. ეს არის იმ რეალობაში დაბრუნება, როდესაც ელიტა ცხოვრობს ერთ ქალაქში, იქვე უნდა გადაირბინოს და იქვე მოაყომაროს მთელი ქვეყნის ბედი. ასევე, ეს არის სიმბოლო, როდესაც გვაქვს მაგალითად, ხუთოთახიან ბინა, გვინდა, რომ შევიყუჟოთ და ვიცხოვროთ ერთ ოთახში. ამიტომ ჩემთვის მძიმეა ის, რომ ეს არის დროებით გამომშვიდობება მომავლის საქართველოსთან“, - განაცხადა სერგო რატიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics