03:03 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 19:07:57, 415 ნახვა

საზოგადოება
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა 17 ივნისის ნაცვლად 1 ივლისს მოხდება

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღად 17 ივნისის ნაცვლად 1 ივლისი განისაზღვრა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღის გადაწევის მიზეზები განმარტა.

კვირკაშვილის განცხადებით, თარიღის გადაწევა მიმდინარე სტიქიურ მოვლენებს უკავშირდება.

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული აქვს ვალდებულება, რომ მიმდინარე წლის 17 ივნისს ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდეს. ამისთვის, ეკონომიკის სამინისტრომ და ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან ერთად ძალიან დიდი სამუშაო გასწია. მთელი ინფრასტრუქტურა შექმნილია და ქვეყანა მზადაა ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდეს. თუმცა მიმდინარე სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, არ შეგვექმნა დამატებითი დისკომფორტი ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელმაც ისედაც უდიდესი სტრესი განიცადა. ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღად 17 ივნისის ნაცვლად ავიღოთ 1 ივლისი, რათა ორი კვირა გავიდეს საიმისოდ, რომ ქვეყანა გამოვიდეს ასეთი მდგომარეობიდან, საგანგებო რეჟიმიდან და უფრო დამშვიდებულ რეჟიმში მოხდეს აღნიშნული პროცესის განხორციელება. ჩვენ ანალოგური მაუწყებლობის გამორთვას ვიწყებთ თბილისიდან, თუმცა ეს იქნება არა 17 ივნისს, არამედ, სავარაუდოდ, 1 ივლისს. მანამდე გაკეთდება კიდევ რამდენიმე განცხადება იმისათვის, რათა მოსახლეობამ შეძლოს უკეთ მომზადება და „სეთ-თოფ-ბოქსის“ შეძენა, რაც აუცილებელია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics