05:38 - 31 Jul, 2026
|
2018-12-22 15:47:28, 1998 ნახვა
პოლიტიკა
გამსახურდიას გარდაცვალების საქმის ხანდაზმულობის ვადის გაზრდაზე პარლამენტი კანონს დაჩქარებული წესით მიიღებს
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის ხანდაზმულობის ვადის გაზრდაზე პარლამენტი კანონს დაჩქარებული წესით მიიღებს. კობახიძის განმარტებით, კანონის მიღება მომდევნო კვირის ბოლომდე მიიღებენ. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 31 დეკემბერს იწურება პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული ხანდაზმულობის ვადა. ჩვენ გავითვალისწინეთ ზვიად გამსახურდიას ოჯახის მოთხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ხანდაზმულობის ვადის გაზრდას ითვალისწინებს. კანონს პარლამენტი მიიღებს მომდევნო კვირის ბოლომდე, დაჩქარებული წესით“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)