|
2018-12-22 13:23:39, 1629 ნახვა
პოლიტიკა
ენმ რიგგარეშე სესიას ბოიკოტს უცხადებს და არ ესწრება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში რიგგარეშე სხდომას ბოიკოტს უცხადებს და არ ესწრება. გუშინ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენდნენ. სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ცნობისთვის, დღეს, პარლამენტი პირველი მოსმენით „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, ხდება კანონის სრულად ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისა და საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედების განსხვავებული ვადების დაწესება. ასევე, პლენარულ სხდომაზე დაგეგმილია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მესამე მოსმენით განხილვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)