|
2018-12-20 20:22:31, 1938 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-ს თავმჯდომარეობის 4 კანდიდატი ცნობილია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის 4 კანდიდატი ცნობილია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლების დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები შესთავაზეს. ესენია: თამარ ჟვანია - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჯავახიშვილი - ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი, ლადო ბოჟაძე -“სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, მარიამ შელეგია. აღნიშნული 4 კანდიდატის გარდა, არ არის გამორიცხული, რომ სალომე ზურაბიშვილმა კიდევ დამატებით კანდიდატურა თავად დაასახელოს და წარუდგინოს პარლამენტს. პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას არ ესწრებოდნენ: „საია“, „საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“. შესაბამისად ისინი საკუთარ კანდიდატურას არ პრეზიდენტს შესთავაზებენ. ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც თამარ ჟვანიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)