01:53 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 16:01:39, 421 ნახვა

საზოგადოება
გიგლა აგულაშვილი: ახალი გზის მონაკვეთის აღდგენაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია

გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით,  ახალი გზის მონაკვეთის აღდგენაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. 
ამის შესახებ აგულაშვილმა ჟურნალისტებს  გარემოს დაცვის სამინისტროში  შეხვედრის დაწყების წინ განუცხადა, სადაც სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე და შედეგებზე  მსჯელობენ.  
აგულაშვილის თქმით, სტიქიის გამომწვევი მიზეზებიდან  დაპროექტების პროცესში განხორციელებული ქმედებები შესაძლოა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონონეტი. 
„ ახალი გზის აღდგენაზე ახლა ჩემი აზრით ლაპარაკი ნაადრევია. ახლა ნაადრევი და ნაჩქარევი გადაწყვეტილების შედეგებს ვიმკით. ვფიქრობ, იგივე მდინარეში მეორედ არ უნდა შევიდეთ.  კარგად უნდა დავფიქრდეთ ამ მაგისტრალის მშენებლობის პროცესში.  გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ მომხდარა. მე არავის არ ვესვრი კენჭებს, თუმცა შესაძლოა ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისა, რაც ახლა მოხდა“,-განაცხადა აგულაშვილმა. 
მისივე განმარტებით, სტიქიის შედეგი ჭარბი ნალექიც გახდა. 
„ჭარბი ნალექის შედეგად გაჩნდა რამდენიმე მეწყრული კერა.  მათ შორის ყველაზე დიდი ახალდაბის მიმართულებით და ამ პროცესის  შედეგად წყალმოვარდნა განვითარდა. რის გამოც მდინარემ განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ის მოქცეულია გვირაბებში ვეღარ შეძლო გაეტარებინა მთელი რესურსი, რამაც დატბორვა გამოიწვია. ეს არის წინასწარი შეფასება. არ შეიძლება ცალმხრივი მიდგომა.  ის,  რომ მეწყერი ჩამოწვა ჩემი ვარაუდით აქ ნაკლებად ჩანს ადამიანის  სამეურნე საქმიანობის კვალი, ხოლო რაც შეეხება უკვე შემდგომს რამდენად შეიძლებოდა დაპროექტების პროცესში გათვალისწინებული ყოფილიყო გამტარუნარიანობა ეს რა თქმა უნდა  სამსჯელოა და კითხვებს ბადებს“,-აღნიშნა აგულაშვულმა,.
ამასთან, აგულაშვილის განცხადებით, პროცესები ნალექის მოსვლისთანავე  შესაძლოა გააქტიურდეს  და სავარაუდო საფრთხის თავიდან ასაცილებალად მთავრობა ყველაფერს აკეთებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics