|
2018-12-16 14:10:50, 1178 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლა სარკოზი საქართველოშია
მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ცოტა ხნის წინ თბილისში საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ჩამოვიდა. სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი დახვდა.მინისტრის მოადგილემ ნიკოლა სარკოზის მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლისთვის. საყურადღებოა,რომ ნიკოლა სარკოზი პრეზიდენტის რანგში საქართველოს არაერთხელ ეწვია, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს, როდესაც უკრაინის, ლიეტუვას, პოლონეთის, ესტონეთისა და საქართველოს პრეზიდენტებთან ერთად ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, რუსთაველზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა. ნიკოლა სარკოზი საქართველოს იმავე წლის 12 ოქტომბერს ესტუმრა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. აღსანიშნავია,რომ მისი პრეზიდენტობის დროს, როდესაც საფრანგეთი ევროკავშირს თავმჯდომარეობდა ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით ხელი მოეწერა 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას რუსეთსა და საქართველოს შორის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)