|
2018-12-16 12:59:05, 1099 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელიასა და საპატრულო პოლიციის უფროსს შორის დაპირისპირება მოხდა
ველისციხესთან, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, თეიმურაზ კუპატაძეს შორის სიტყიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ნიკა მელიამ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელისგან მოითხოვა პასუხი იმაზე, თუ რატომ არ აძლევენ აქციის მონაწილეებს თელავში შესვლის უფლებას და რატომ დგას ავტობუსების ბარიკადები. „რა უფლებით მიზღუდავ გადაადგილებას“, - მიმართა ნიკა მელიამ თეიმურაზ კუპატაძეს. თეიმურაზ კუპატაძემ კი, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ ლიდერებს მიმართა, რომ თელავში წასვლის მხრივ პრობლემა არ აქვთ, შეუძლიათ ყვარლის მიმართულებით გადაადგილება, ხოლო გზა ველისციხესთან უსაფრთხოების ზომების ფარგლებში იყო ჩაკეტილი. „მარშრუტი იყო დაანონსებული, საიდან უნდა ემოძრავა კოლონას, არ სურთ, რომ წავიდნენ მიმართულებით. ყვარლის გავლით შეუძლიათ მოხვდნენ თელავში“, - განაცხადა კუპატაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)