15:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-15 12:48:06, 3677 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის ეკლესია დღეს ავტოკეფალიას გამოაცხადებს - პოროშენკო

კიევში დღეს სინოდის სხდომა გაიმართება, სადაც უკრაინის ეკლესიის გაერთიანების შესახებ უნდა გამოაცხადონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პორშენკომ განაცხადა. 

როგორც პოროშენკომ აღნიშნა, ავტოკეფალიის გამოცხადებისთვის, კიევში სპეციალური კრება ჩატარდება. 

"15 დეკემბერს გამოცხადდება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. კრება წმინდა სოფიას ეკლესიაში ჩატარდება. სწორედ ამ კრებაზე მოხდება ავტოკეფალიის გამოცხადება და უკრაინის ეკლესიის პატრიარქის არჩევა", - წერდა პოროშენკო. 

შეგახსენებთ, 11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის საპატრიარქოს მეთაურ ფილარეტს კანონიკური სტატუსი აღუდგინა და ანათემა მოეხსნა. სინოდმა ასევე გააუქმა 1686 წლის გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც რუსეთის საპატრიარქოს უფლება მიენიჭა კიევის ეკლესიის მიტროპოლიტი დაენიშნა. 

ცნობისთვის, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ევქარისტული კავშირი 15 ოქტომბერს გაწყვიტა. მიმდინარე წლის აპრილში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს წერილი მიწერა. პოროშენკომ მსოფლიო პატრიარქს უკრაინული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება სთხოვა. მოსკოვის საპატრიარქოსა და კონსტანტინეპოლს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მიღების უფლება აქვს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ამასთან, რუსეთის საპატრიარქომ მსოფლიო პატრიარქი უფლებების გადამეტებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება ქვეყნის ერთობას საფრთხეს უქმნის. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics