|
2018-12-12 18:36:19, 1370 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია ჯეიმს აპატურაის შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების წარმატებით განხორციელება აღნიშნეს და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები დასახეს, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კონტექსტში. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, შემდეგ წლებში პრინციპი - მეტი ნატო საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება, განსაკუთრებით ერთობლივი სწავლებებითა და მაღალი დონის ვიზიტებით. ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა და ალიანსის სახელით საქართველოს მსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)