19:34 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-12 14:50:13, 1260 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე მელიას: სარკეში ჩაიხედეთ და დაინახავთ თქვენს დაკარგულ სახეს

„მარცხსაც სჭირდება ღირსეულად შეხვედრა. თქვენ ხართ უღირსი დამარცხებული",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას გამოსვლას პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი გამარჯვებას ღირსეულად შეხვდა და ისტერიკა, რომელიც ოპოზიციაში ჩანს, აჩვენებს, რომ ოპოზიცია საკუთარ მარცხს უღირსად შეხვდა.

„ბატონო ნიკა, თქვენი გამოსვლა იყო სავსე შეურაცხყოფით, ცილისწამებით. მოგიწოდებთ, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახავთ თქვენს დამარცხებულ სახეს, დაკარგულ სახეს. არ შეიძლება, მარცხმა ასე დაგაკარგვინოთ სახე. სირცხვილია. მარცხსაც სჭირდება ღირსეულად შეხვედრა. თქვენ ხართ უღირსი დამარცხებული. აქ მარტივ რაღაცაზეა საუბარი, გამარჯვებასაც უნდა ღირსეული შეხვედრა და დამარცხებასაც უნდა ღირსეული შეხვედრა. თქვენ რასაც იმას უწოდებთ, რომ ომახიანად არ გამოვდივართ, ეს არის ის, რომ ჩვენ ღირსეულად შევხვდით გამარჯვებას და ეს ისტერიკა, რაც აქეთ ჩანს, ეს არის ზუსტად ის, რომ უღირსად შეხვდით საკუთარ მარცხს და არ შეიძლება ასე. რაც შეეხება, ბატონი გიგა ბოკერიას შენიშვნას, რეპლიკები ეს არის ჩვეულებრივი, მიღებული ფორმა, ამას ბატონი გიგაც ხშირად მიმართავს ხოლმე, შეგახსენებთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics