|
2018-12-12 12:28:37, 1384 ნახვა
პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს აქციას თელავში გამართავს
„16 დეკემბერს, თელავში ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია. „რადგანაც ხელისუფლებამ ყურთ არ იღო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების აზრი, მინდა გითხრათ, რომ ორ დღეში ჩვენ კიდევ უფრო სერიოზულ ვიდეოებს გამოვაქვეყნებთ იმ მასობრივ გაყალბებაზე, რომელიც ამ არჩევნების დროს ხდებოდა. რადგანაც მათ ყურთ არ იღეს ჩვენი კომპრომისული შეთავაზებები, ამიტომ 16 დეკემბერს, თელავში ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას, რომელიც მთლიანად იქნება ჩვენი კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებში. ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელიც მონაწილეობას მიიღებს გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია. მინდა ხაზი გავუსვა, ნუ დაიწყება ისევ ვაი-ვიში, პანიკის გამოხატვა. ინაუგურაციის ადგილის ცვლილება არავის არ ერჩის. ჩვენ გვინდა, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაიგოს განრისხებული ამომრჩევლის ხმა“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. ამასთან, მისი თქმით, აქცია დედაქალაქშიც და სხვა ქალაქებშიც გაიმართება. „თბილისშიც გვექნება აქცია და სხვა ქალაქებშიც, მაგრამ მთავარი, ყველაზე მასშტაბური გვექნება თელავში“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)